თემატური ერთეული

 

თემატური მატრიცა ინგლისურ ენაში

Unit 2     თემა: Science Report: The weather                                                                                                     საათების სავარაუდო რაოდენობა:6-7

ძირითადი რესურსი: New Building Blocks 4.Unit-6

დამატებითი რესურსი:

·        https://www.youtube.com/watch?v=CXKj7bm4Ops&t=20s  

·        https://www.youtube.com/watch?v=-1d1O6E9Gr4

·        https://www.youtube.com/watch?v=yfhyXx1kCz0

·        https://learnenglishkids.britishcouncil.org/sites/kids/files/attachment/worksheets-weather-1.pdf

·        https://learnenglishkids.britishcouncil.org/listen-watch/songs/do-your-best

·        https://learnenglishkids.britishcouncil.org/sites/kids/files/attachment/songs-do-your-best-lyrics.pdf

·        https://learnenglishkids.britishcouncil.org/sites/kids/files/attachment/songs-do-your-best-worksheet.pdf

·        https://learnenglishkids.britishcouncil.org/grammar-vocabulary/grammar-practice/present-simple-present-continuous

·        https://learnenglishkids.britishcouncil.org/grammar-vocabulary/grammar-practice/adjectives

·        https://learnenglishkids.britishcouncil.org/sites/kids/files/attachment/flashcards-weather.pdf

·        https://learnenglishkids.britishcouncil.org/grammar-vocabulary/grammar-practice/modals-can-cant

 

 

 

კლასი: IV      

სკოლა: სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა

მასწავლებელი: სოფიო გოგნაძე

 

 

 

 

დავალება

ცნებები და ქვეცნებები

საკითხი

საკვანძო შეკითხვები

1.პოსტერის  პრეზენტაცია

·        ტექსტი-დისკურსული ჟანრები-        პოსტერის პრეზენტაცია

·        სამეტყველო მოქმედება:  აღწერა, დამოკიდებულების გამოხატვა

·        ენობრივი საშუალებები:

ლექსიკა, გრამატიკა.

·        სტრატეგიები: თემასთან დაკავშირებული ლექსიკის, გრამატიკის, ზეპირი მეტყველების ასათვისებლად.   

პოსტერის პრეზენტაცია თემაზე: „დავიცვათ ჩვენი     პლანეტა“- “Protect our planet”

  • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით  ავითვისო საჭირო ენობრივი მასალა?
  • როგორ, რა სტრატეგიების

გამოყენებით წარვადგინო პოსტერი თემაზე: „დავიცვათ ჩვენი პლანეტა“

·        როგორ შევძლო  მიზნობრივად და მართებულად მეტყველება?

·        როგორ წარმოვაჩინო პრეზენტაციით ის აქტივობები, რომელიც დაგვეხმარება დედამიწის დაცვასა და გადარჩენაში.

 

 

 

 

სამიზნე ცნებები  და შესაბამისი მკვიდრი წარმოდგენები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საკითხი:
პრეზენტაცია  თემაზე „დავიცვათ ჩვენი     პლანეტა“- “Protect our planet”

ქვეცნებები/ქვესაკითხები:

დისკურსული ჟანრი: პრეზენტაცია

მიზანი: პოსტერის პრეზენტაცია

აუდიტორია: თანაკლასელები

ლექსიკა:

·        წელიწადის დროები

·        ამინდის პროგნოზთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულები

გრამატიკა:

·        Present simple 

·        Adjectives

·        Modal verbs(can/can’t)

ცალკეული ფუნქციური გამონათქვამები/გამონათქვამთა ბმული თანამიმდევრობა  ინტერაქციისთვის:

·   Telling  information about the  planet

·   Telling information about the seasons

·   Attitudes towards the planet

·   Activities how to protect it.

 

არავერბალური კომუნიკაციის ხერხები: ინტონაცია, მახვილები, ჟესტიკულაცია, მიმიკა.

 

სტრატეგიები:

გრამატიკისა და ლექსიკის ასათვისებლად საჭირო სტრატეგიები.

ზეპირი მეტყველების უნარების  გასაუმჯობესებელი სტრატეგიები.

პრეზენტაციის წარსადგენად საჭირო უნარების  გასაუმჯობესებელი სტრატეგიები.

საკვანძო შეკითხვები

  • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით  ავითვისო საჭირო ენობრივი მასალა?
  • როგორ, რა სტრატეგიების

გამოყენებით წარვადგინო პოსტერი თემაზე: „დავიცვათ ჩვენი პლანეტა“

·         როგორ შევძლო  მიზნობრივად და მართებულად მეტყველება?

·        როგორ წარმოვაჩინო პრეზენტაციით ის აქტივობები, რომელიც დაგვეხმარება დედამიწის დაცვასა და გადარჩენაში.

 

კომპლექსური დავალებები და შეფასების კრიტერიუმები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტექსტი

(შედეგები: (I). 1, 2, 3,  5, 6, 7)

1.  ტექსტის  მეშვეობით ავტორი გვაწვდის ინფორმაციას ან გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება;

2. ტექსტი შეიძლება გადმოიცეს ზეპირად ან წერილობით;

3. ტექსტში მოცემული სიტყვიერი და არასიტყვიერი მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია დასკვნების გამოტანა;

4. ტექსტი შეიძლება იყოს  სხვადასხვა ჟანრის (მაგ. დიალოგი, ლექსი, ღია ბარათი, კატალოგი);

5.  სხვადასხვა ჟანრის ტექსტებს აქვთ თავისებური აგებულება.

6. ტექსტების სწორად წასაკითხად (დეკოდირება) და დასაწერად (კოდირება) მნიშვნელოვანია წარმოთქმულ და დაწერილ სიტყვებს შორის არსებული შესაბამისობების ცოდნა - სიტყვის ზოგ ბგერას ერთი

ასო შეესაბამება, ზოგ ბგერას -ასოთშენაერთები; ზოგი ასო ან ასოთშენაერთი კი წაკითხვისას საერთოდ არ გამოითქმის.

 

 

სამეტყველო ქმედება

(შედეგი :  (I) 3, 4, 5, 6)

1. სამეტყველო ქმედებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზანი (მაგ., საკუთარი თავის წარდგენა, რჩევის მიცემა, აღწერა-დახასიათება, თავს გადამხდარი ამბის მოყოლა); 

2. წარმატებული კომუნიკაციისთვის საჭიროა მიზნის შესაბამისი გამონათქვამებისა და გრამატიკული ფორმების  გამოყენება.

ენობრივი საშუალებები (შედეგები:  (I) 1, 2, 3, 4,   5, 6)

უცხოურ ენაზე სათქმელის გადმოსაცემად, ტექსტის გასაგებად მნიშვნელოვანია  სიტყვებისა და გრამატიკული ფორმების ცოდნა

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I  მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა                                                                                                    

აქტივობა:  იმსჯელე შემდეგ საკითხებზე:

·        რა არის პოსტერი?

·        რა არის ბუკლეტი?

·        რა არის დავალების თემა და მიზანი?

·        როგორ მოვამზადო პრეზენტაცია?

·        ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს თქვენგან დავალება?

·        გაქვს თუ არა  პრეზენტაციაზე მუშაობის გამოცდილება?

·        რა მახასიათებლები აქვს პრეზენტაციას?

·        რა ცოდნა გამოგადგებათ?

·        რისი შესწავლა დაგვჭირდება?

·        რა გაგიადვილდებათ? რა გაგიძნელდებათ? რაში დაგჭირდებათ  დახმარება?

 

ეტაპი II. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

 

ნაბიჯი 1. როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით  აითვისე საჭირო ენობრივი მასალა?

 

 

საჭირო ენობრივი მასალა:

ლექსიკა: sunny, cold, cloudy, foggy, rainy, snowing, stormy, warm, windy, earth, sunrays, west, east, south, north, poles, freezing, directly, circle, spring, summer, autumn, winter

გრამატიკა:

·        Present simple (Do/Don’t -am,is,are) 

·        Adjectives: (cloudy weather, sunny day)

·        Modal verbs: (can/can’t)

საჭირო სამეტყველო ფუნქციების გამომხატველი კონსტრუქციები:

·        What does our earth look like?

·        Talk about the seasons of the year ?

·        I do it/I don’t do it…. I can/I can’t

·        It’s sunny weather/it often rains…

·        Turn on, don’t use, do your best, don’t leave…

 

ძირითადი რესურსი_ სახელმძღვანელო-New Building Blocks 4 (Student’s book, Workbook) დამხმარე რესურსების ბმულები.

ნაბიჯი1.

რესურსი1 :  New Building Blocks 4,  Student’s Book გვ. 26/78 სავ.1-2 Science Report: The weather. მოუსმინე და უპასუხე შეკითხვებს:

 What’s the weather like in these cities? -როგორი ამინდია  ამ ქალაქებში?

რესურსი 2(დამხმარე) : გაეცანი გრამატიკულ მასალას და შეასრულე სავარჯიშოები.

https://learnenglishkids.britishcouncil.org/grammar-vocabulary/grammar-practice/present-simple-present-continuous

ნაბიჯი 2.

რესურსი1:   New Building Blocks 4, Student’s book გვ.26/78  სავ. 2 (Talk to your partner about the weather) Work book გვ.75 სავ. 1,2,3.

       რესურსი 2 (დამხმარე):

https://www.youtube.com/watch?v=CXKj7bm4Ops

https://www.youtube.com/watch?v=-1d1O6E9Gr4

მოუსმინეთ სიმღერას ამინდის შესახებ და გაეცანით ამინდთან დაკავშირებულ ლექსიკურ მასალას.

მოუსმინეთ ხმებს, გამოიცანით და დაადგინეთ როგორი ამინდია.

ნაბიჯი 3.

რესურსი1: New Building Blocks 4. Student’s book, გვ.27/79  სავ.4-5

(შეუსაბამეთ ნახატებს მოცემული სიტყვები)

(მოუსმინეთ ტექსტს და გაიაზრეთ ინფორმაცია ნასწავლი სიტყვების გამოყენებით)

რესურსი 2(დამხმარე):  British_Council_ LearnEnglish kids.

              გაეცანი და მოუსმინე რჩევებს რას მოიმოქმედებ პლანეტის დაცვის მიზნით.

 

https://learnenglishkids.britishcouncil.org/sites/kids/files/attachment/worksheets-    weather-1.pdf

https://learnenglishkids.britishcouncil.org/listen-watch/songs/do-your-best

ნაბიჯი 4:  

რესურსი1: New Building Block 4. Student’s book გვ.27/78  სავ. 4-5

(მოუსმინე ტექსტს და მოცემულ შეკითხვებს დაუკავშირე მოცემული პასუხები)

რესურსი2:  Workbook  გვ. 76  სავ. 4-5

რესურსი 3(დამხმარე): გაეცანი ზედსართავ სახელებს და წინადადებებში განსაზღვრე სიტყვათა თანწყობა.

 https://learnenglishkids.britishcouncil.org/grammar-vocabulary/grammar-practice/adjectives

ნაბიჯი5: 

რესურსი1: New Building Block 4 , Work book გვ.77  აქტივობა 8,9

(დაასრულე მოცემული წინადადებები, წაიკითხე და წელიწადის დროები შეუსაბამე განმარტებებს)

რესურსი 2(დამხმარე): British_Council _LearnEnglish kids.

(მოუსმინეთ სიმღერას დედამიწის თემატიკაზე და ჩასვი ტექსტში სიტყვები და ფრაზები)

https://learnenglishkids.britishcouncil.org/sites/kids/files/attachment/songs-do-your-best-lyrics.pdf

https://learnenglishkids.britishcouncil.org/sites/kids/files/attachment/songs-do-your-best-worksheet.pdf

ნაბიჯი 6:

რესურსი1: New Building Block 4. Workbook გვ.77 სავ-10

(რას ვსაქმიანობთ წელიწადის სხვადასხვა დროს? რით ვართ დაკავებული?)

რესურსი2(დამხმარე): British_Council _LearnEnglish kids.

https://learnenglishkids.britishcouncil.org/sites/kids/files/attachment/flashcards-weather.pdf

  https://learnenglishkids.britishcouncil.org/grammar-vocabulary/grammar-practice/modals-can-cant

(გაიხსენეთ მოდალური ზმნები-can/can’t გამოყენება)

(მოცემული ბარათები დაუკავშირე სიტყვის მნიშვნელობებს)

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიულიპირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

 

 ქვეცნება:

სტრატეგიები:

ლექსიკის ათვისების, გრამატიკის

მოსმენილი ტექსტის გაგების.

·        რომელი ხერხი დაგეხმარა ყველაზე უკეთ სიტყვების დამახსოვრებაში (ხშირად გამეორება, ნასწავლი სიტყვების ხშირი დაწერა, მათზე წინადადებების შედგენა და ა.შ.?

·        რა მეთოდი გამოიყენე თემის ამსახველი სიტყვების მართებულად წარმოსათქმელად?

·        როგორ იწარმოება აწმყო მარტივი დრო (Present Simple)? როგორ მოქმედებას გამოხატავს?  რა დროს ვიყენებთ?

·        რა იცვლება პირისა და რიცხვის მიხედვით Present Simple- დროის  წინადადებებში?

·        რომელი სიხშირის ზმნიზედებს ვიყენებთ აღნიშნულ დროსთან?

·        რა შეცდომებს უშვებ? რა უნდა გააუმჯობესო? როგორ გააუმჯობესებ? რა სტრატეგიებს გამოიყენებ ამისთვის?

·        რამდენად ახერხებ დედამიწის დასაცავად საჭირო ქმედებებზე საუბარს  ახლად ნასწავლი  კონსტრუქციების გამოყენებით ?

·        რა საკითხთან მიმართებაში გჭირდება დამატებით ვარჯიში?

·        როგორ უნდა მოიქცე, რომ  შეძლო პრეზენტაციის ეფექტურად წარდგენა კლასის წინაშე?

 

 

 

ნაბიჯი 2. როგორ და რამდენად ეფექტიანად მოემზადეთ  ზეპირი პრეზენტაციისათვის? რამდენად შეესაბამება თქვენ  მიერ გამოყენებული ენობრივი საშუალებები და არავერბალური ხერხები მოცემული საკომუნიკაციო სიტუაციის მოთხოვნებს? რომელი სტრატეგიები   შეგიწყობს  წინსვლაში ხელს?

 

ზეპირი საკომუნიკაციო სიტუაციისა და პრეზენტაციის მახასიათებლების გაცნობა

·        ცოდნის მობილიზება, ჩანიშვნების გაკეთება;

·        პოსტერის მომზადება;

·        შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მომზადებული პრეზენტაციის გაუმჯობესება;

·        რეპეტიციების გავლა;

·        პრეზენტაციის წარდგენა;

·        წარდგენის შემდეგ განვლილი სამუშაო ეტაპების განხილვა და გაუმჯობესების გზების დადგენა

 

დავალების  შესრულების პროცესში საჭიროების შემთხვევაში დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის კითხვები

  • აღწერე, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით;
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • რა ძლიერი და სუსტი მხარეები გაქვს პირობის მოთხოვნებთან მიმართებით?
  • რამდენად შეძელი საჭირო გრამატიკის, ლექსიკის  გამოყენება  - პრეზენტაციის წარდგენისას? რატომ?
  • რამდენად შეძელი საჭირო ფუნქციური ენობრივი კონსტრუქციების გამოყენება? რატომ?
  • რა ხერხები გამოიყენე  უცხოურ ენისათვის დამახასიათებელი ინტონაციის, გამოთქმის  გასაუმჯობესებლად?
  • მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი  სტრატეგიები გამოგიყენებია?

·        როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით   მიაღწევ უკეთეს შედეგს?

  • რას გააკეთებდი განსხვავებულად,  ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

კომპლექსური დავალება -პოსტერის პრეზენტაცია „ დავიცვათ ჩვენი პლანეტა“

მოამზადე პრეზენტაცია თემაზე დავიცვათ ჩვენი პლანეტა“ და დაიტანეთ პოსტერზე რამდენიმე მოწოდება, რომელიც მის გაფრთხილებასა და გადარჩენაში დაგვეხმარება. თვალსაჩინოებისათვის შექმენი პროდუქტი (პოსტერი/ბუკლეტი) გააფორმე (ნახატით/სტიკერით) . ამისათვის  გამოიყენე თემასთან დაკავშირებული ლექსიკური მასალა (sunny, cold, cloudy, foggy, rainy, snowing, stormy, warm, windy, earth, sunrays, west, east, south, north, poles, freezing, directly, circle, spring, summer, autumn, winter…) და გრამატიკული მასალა:

·        positive/ negative forms of the Present simple: Do/Don’t

·        Adjectives: sunny, cloudy,windy…

·        Adverbs of frequency_ sometimes, usually, often, never…

·        Modal verbs: can/can’t

პოსტერის პრეზენტაციისას თვალსაჩინოდ წარმოაჩინე:

·        ნამუშევარი, რომელიც შექმენი (პოსტერი, ბუკლეტი)   

·        სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის, გამონათქვამების) გამოყენებით აღწერე როგორია დედამიწა.

·        რა განსაზღვრავს დროების ცვალებადობას.

·        რამდენი დროა წელიწადში.

·        როგორი ამინდია თითოეულ სეზონზე

·         როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ დედამიწას.

·        რა ქმედებები უნდა განვახორციელოთ პლანეტის დაცვის მიზნით

·        რა ქმედებები არ უნდა განვახორციელო იმისათვის რომ გადარჩეს პლანეტა.

·        რამდენად ხშირად ვასრულებ მსგავს აქტივობებს.

·        ვეხმარები თუ არა მსგავსი ქმედებებით პლანეტას და როგორ?

 (ჟანრი, სამეტყველო ქმედება,   ენობრივი საშუალებები)

·       გამოიყენე პრეზენტაციისთვისთვის შესაფერისი სამეტყველო ეტიკეტი. სიტყვები წარმოთქვი შესაბამისი მახვილისა და ინტონაციის დაცვით.(ჟანრი, ენობრივი საშუალებები)

 

          

პოსტერის წარდგენის შემდეგ ისაუბრე:

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი პრეზენტაციაა(ტექსტი);
  • რამდენად მოახერხე ნათლად და გასაგებად გაგეკეთებინა პოსტერის პრეზენტაცია  თემაზე: „დავიცვათ ჩვენი პლანეტა“ . რამდენად მოახერხე გამოგეხატა შენი დამოკიდებულება დედამიწის მიმართ, პოსტერზე ასახულ სურათებში/ნახატზე. (ტექსტი,სამეტყველო ქმედება,)
  • როგორ გამოითქმის და როგორ იწერება შენ მიერ დაწერილი სიტყვები, როგორ შეესაბამება  შენ მიერ წარმოთქმული სიტყვები დაწერილს, რა მსგავსება-განსხვავებას  ამჩნევ. მაგალითად, რამდენი ბგერაა წარმოთქმულ სიტყვაში, რამდენი ასოა დაწერილში;  რომელი  ასოები არ გამოითქმის, რომელ ასოთ შენაერთებს ამოიცნობ, როგორ გამოითქმის... (ტექსტი, ენობრივი საშუალებები);

რით და როგორ გააუმჯობესებ პრეზენტაციას თავიდან რომ იწყებდე მასზე მუშაობას (ტექსტი).

 

 

 

       


Comments