სასკოლო პროექტები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებული ინტერდისციპლინარული პროექტი
„ჩემი კლიმატმეგობრული სკოლა“
2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრში სსიპ.
ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის VIII-კლასი (დამრიგებელი-სოფიო გოგნაძე) და ამ კლასში შემსვლელი ყველა პედაგოგი აქტიურად ჩავერთეთ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში
„ჩემი კლიმატმეგობრული სკოლა“.
პროექტის მიზანი გახლდათ მოსწავლეებს თითოეული სასწავლო საგნის ფარგლებში მიეღოთ ინფორმაცია და გაეაზრებინათ, რომ
კლიმატის ცვლილების შედეგები გავლენას
ახდენს მთელ პლანეტაზე და თითოეულ ადამიანზე.
კლიმატის კრიზისის პრევენციაში ყველას და მათ შორის ჩვენ სკოლასა და
მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა გამხდარიყვნენ
„კლიმატის ცვლილების „ ინიციატორი“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაითავისეს „მწვანე“ ენერგეტიკის დანერგვის საჭიროება და
გაიაზრეს, რომ მათ მიერ შემუშავებული
სკოლის კლიმატურმა გეგმამ შესაძლებელია თავისი როლი შეასრულოს კლიმატის ცვლილების
შერბილების საქმეში და დადებითი ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებასა და გარემოზე.
სწორედ სკოლის კლიმატური გეგმის შედგენის
საფუძველზე მოსწავლეებს უნდა გადაეწყვიტათ მწვანე ენერგეტიკის ეგიდით ჰელიორესურსების გამოყენება
და მზის კოლექტორის აწყობა. განესაზღვრათ სკოლის ეზოში შესაბამისი ადგილი და დაემონტაჟებინათ.
პროექტის მიზნები პირდაპირ კავშირშია მდგრადი განვითარების მიზნებთან:
მიზანი
N 7. ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია.
მიზანი
N 9.
მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტრა.
მიზანი N13. კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევა; კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინაღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება
წარმოგიდგენთ
პროექტის გეგმას:
პროექტი
ჩემს სადამრიგებლო კლასში გადის პილოტირებას და მოსწავლეებს ყველა საგანის მიმართულებით უწევთ სხვადასხვა
აქტივობების განხორციელება და რესურსების შექმნა, რაც საგაკვეთილო პროცესის გარდა
უამრავ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. როგორც კლასის ხელმძღვანელი, ყველა საგნის
აქტივობათა გადაკვეთის წერტილში ყოველთვის მე ვიმყოფები და მჭიდრო კავშირი მაქვს
მშობლებთან ამ პროექტის ფარგლებში. ასევე სამუშაო შეხვედრები გვაქვს პროექტის
ორგანიზატორებთან თიმსის პლატფორმით, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ პროექტის
ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და ღონისძიებებს.
პროექტი ინოვაციურია და ძალიან მნიშვნელოვან
უნარებს უვითარებს მოსწავლეებს. სასწავლო რესურსები რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა საგნის ფარგლებში
გზამკვლევის სახით ინგლისურ ენოვანია და ბევრი სტატიისა თუ ტექსტის თარგმნა მე და
ჩემს მოსწავლეებს თავად მოგვიწია. არანაკლები სამუშაო ჩავატარე ჩემი საგნის
აქტივობათა მიმართულებით.
წარმოგიდგენთ პირველი უცხოური ენის ფარგლებში
მისაღწევ შედეგებს.
პროექტზე მუშაობა დავიწყეთ ლექცია გაკვეთილით,
რომლის დროსაც მოსწავლეებს გავაცანი პროექტის სასწავლო მიზნები, მისი კავშირი მდგრადი
განვითარების მიზნებთან, სხვა ქვეყნის მოსწავლეთა
დამოკიდებულება ამ თემის გარშემო. დავგეგმეთ შესაძლო აქტივობები პროექტის ფარგლებში
და ვნახეთ ვიდეო რგოლი კლიმატის ცვლილებების შესახებ. დავიწყეთ ლექსიკური მასალის დამუშავება
ტექსტებზე და სავარჯიშოებზე დაყრდნობით. ინგლისური ენის გზამკვლევში წარმოდგენილი ელექტრონული
მასალა გვაძლევდა საშუალებას საგაკვეთილო პროცესი ყოფილიყო საინტერესო და ეფექტური.
მოსწავლეები ძირითადად მუშაობდნენ ჯგუფურად, განაწილებული ჰქონდათ პასუხისმგებლობები.
პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა შორის მდგრადი
განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დისკუსიის დროს თითოეული
მოსწავლე გამოხატავდა საკუთარ აზრს, ასაბუთებდა პრობლემებს და ცდილობდა დაესახა მათი გადაჭრის გზები.
პროექტის ფარგლებში შესწავლილ ლექსიკურ თუ
გრამატიკულ მასალაზე დაყრდნობით განვახორციელე
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შემაჯამებელი დავალებაც:
საბოლოო პროდუქტს კი წარმოადგენდა კომპლექსური
დავალების შესრულება სამიზნე ცნება ზეპირი მეტყველების (ზეპირი კომუნიკაცია) ფარგლებში.
ჯგუფებმა შემთხვევითობის პრინციპით ამოიღეს ყუთიდან ეკოლოგიური პრობლემები: გლობალური
დათბობა(Global warming) ტყის გაჩეხვა (Deforestation) კლიმატის ცვლილებები(Climate
change) ჰაერის დაბინძურება(pollution) გაეცნენ კომპლექსური დავალების ბარათს.
ჯგუფებმა
აქტიურად დაიწყეს მუშაობა კომპლექსურ დავალებაზე და წარმოადგინეს ნამუშევრები პოსტერების სახით,
მათ შექმნეს პრობლემების ხე, სადაც მკაფიოდ ჩანდა ეკოლოგიური პრობლემები, გამომწვევი
მიზეზები და შედეგები. პოსტერის პრეზენტაციისას თითოეულმა ჯგუფმა წარმოაჩინა ნასწავლი ლექსიკური თუ გრამატიკული მასალა. იმსჯელა
პრობლემის გადაჭრის გზებზე და სავარაუდო შედეგებზე.
შექმნეს
ონლაინ პრეზენტაციები და მიღებული ცოდნა გაუზიარეს თანატოლებს.
მოსწავლეებმა პროექტის
ფარგლებში შექმნეს ბლოგი, რომელსაც თავად მართავენ და აქვეყნებენ სხვადასხვა საგნის აქტივობებსა და ღონისძიებებს
პროექტის ფარგლებში.
მოსწავლეები აგრძელებენ მუშაობას საბოლოო
პროდუქტის შექმნის მიზნით (მზის კოლექტორი) რომელსაც ორგანიზებას უწევს ფიზიკის პედაგოგი.
Comments
Post a Comment